მთავარი თემა
|
ლონდონი
|
საფეხური კლასი
|
ს v კლასი მე-8
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
|
ინგლისური ენა
|
მნიშვნელობა აქტუალობა
|
მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი და შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის და სხვა სფეროდან.),შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე ახალი ინფორმაციის მიღება, ზეპირი ინფორმაციის მოსმენა პრეზენტაციის სახით და ინფორმაციის გაგება,მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ, ავლებს პარალელებს მშობლიურ და უცხოურ კულტურათა შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს.
|
მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეთა წინსვლის ხელშეწობა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. მოსასმენი და ვიდეო მასალის აღქმა და გააზრება.
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სასწავლო მასალა: პრეზენტაცია-მექანიკური მოზრაობა;ტექნიკური რესურსი: 1კომპიუტერი, 1პროექტორი,საპრეზენტაციო პროგრამა pp, გუგლის საძიებო სისტემა,ვიდეოების საცავი youtube, გუგლის რუკა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან დისკუსიის და პრეზენტაციის კრიტერიუმებით წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეს გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თემასთან დაკავშირებით, წინასწარ უნდა იცოდეს გაკვეთილის მსვლელობის დროს საჭირო აქტივობების შესახებ.
|
მსვლელობა
|
1-ლი ფაზა: გარკვეულ წარმოდგენას შევუქმნი თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს, ვისაუბრებ თემასთან დაკავშირებით. – 10 წუთი
2-ე ფაზა: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინის განსაზღვრა.- 10 წუთი.
3-ე ფაზა: მსჯელობის პარალელურად მოსწავლეებს ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ საპრეზენტაციო მასალას პროექტორზე.- 10 წუთი.
4-ე ფაზა: შეკითხვების დასმა შინაარსთან დაკავშირებით. -5 წუთი.
5-ე ფაზა: ძირითადი იდეების შეჯამება , მოლოდინების გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება.-5წუთი.
6-ე ფაზა: ძირითადი იდეების შეჯამება, სასწავლო პროცესში საკუთარი მონაწილეობის შეფასება. -5 წუთი.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
-------
|
გაკვეთილის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment